თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა. მისივე ცნობით, კიდევ 16 ადამიანი დაშავდა.
აქსიონოვის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად სანატორიუმ ფოროსის“ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტი დაზიანდა.
ასევე, ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევების გამო, იალტის რაიონში მშრალ ბალახს ხანძარი გაუჩნდა.
ამასთან, ტელეგრამ არხ „კრიმსკი ვეტერის“ ცნობით, სანატორიუმის ტერიტორიაზე „მნიშვნელოვანი სტუმრები“ იმყოფებოდნენ.