აღმოსავლეთ პოლონეთში, ლუბლიანას ოლქში, რუსული „გერბერას“ ტიპის სატყუარა დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
მედიის ცნობით, ზამოოსკის ოლქის სოფელ სულმიცეში ადგილობრივმა მცხოვრებმა პოლიციას დრონის ნამსხვრევების აღმოჩენის შესახებ აცნობა.
„ტყის ტერიტორიაზე, უახლოესი შენობებიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრში, მან დრონის მსგავსი ნამსხვრევები შენიშნა. ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, დაადასტურეს ინფორმაცია და ტერიტორია შემოსაზღვრეს“,- განუცხადა მედიას ლუბლიანას ოლქის პოლიციის უფროსმა.
მოგვიანებით, ლუბლიანას სამხედრო ჟანდარმერიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ ნაპოვნი ნამსხვრევები „გერბერას“ ე.წ. სატყუარა ტიპის დრონს ეკუთვნის.
ლუბლიანას ოლქში დრონების ან რაკეტების ნარჩენები სულ 12 ლოკაციაზე აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, 19-მა რუსულმა დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე 10 სექტემბერს დაარღვია.