უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის მიმართულებით 1500-ზე მეტი მოიერიშე დრონი, 1280 მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის 50 რაკეტა გაუშვეს.
ზელენსკის თქმით, რუსების საჰაერო სამიზნეებში 132 000 უცხოური კომპონენტი აღმოაჩინეს ევროპიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
„ყველა ეს ტექნოლოგია რუსეთს ფართომასშტაბიანი იარაღის შექმნაში ეხმარება. მკაცრი სანქციები არის ინსტრუმენტი, რომელიც ამის შეჩერებას შეუწყობს ხელს.
აუცილებელია ყველა შესაძლო მიწოდების მარშრუტის გადაკეტვა, სანქციების გვერდის ავლა და ზეწოლა იმ ქვეყნებსა და ცალკეულ კომპანიებზე, რომლებიც მათ ეხმარებიან. ჩვენ ველით, რომ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი ნამდვილად მტკივნეული იქნება და შეერთებული შტატები ევროპელებს შეუერთდება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.