ბრიტანულმა გამანადგურებლებმა ნატო-ს „აღმოსავლეთის მცველის“ მისიის ფარგლებში პოლონეთის საჰაერო სივრცეში პირველი ფრენა შეასრულეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ბრიტანეთმა შესაბამისი გადაწყვეტილება რუსული გამანადგურებლების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევისთანავე მიიღო.
მისია, „ნათელ გზავნილს აგზავნის: ნატო-ს საჰაერო სივრცე დაცული იქნება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პარასკევს საღამოს, ინგლისის აღმოსავლეთით მდებარე ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან საჰაერო ძალების ორი Typhoon -ის ტიპის თვითმფრინავი აფრინდა პოლონეთის ცის პატრულირებისა და რუსული საჰაერო საფრთხეების, მათ შორის დრონების, შესაკავებლად და მათგან თავის დასაცავად.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი შაბათს დილით დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცის „ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევაზე“ უკრაინაში მისი უკანონო, ტოტალური ომის დაწყების შემდეგ.
გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების მთავარსარდალმა ჰარვი სმიტმა განაცხადა, რომ ბრიტანული გამანადგურებლები შეუერთდნენ თავიანთ მოკავშირეებს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.