უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რასაც ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ დონეცკის ოლქის პოლიცია იტყობინება.
„დღეს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე, რუსეთის არმიამ ქალაქის საცხოვრებელ უბანზე 250-კილოგრამიანი საჰაერო ბომბი ჩამოაგდო. რუსებმა ორი ქალი, 62 და 65 წლის, და სამი კაცი, 65, 67 და 74 წლის, მოკლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ოთხი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.