საქართველოსთან მიმართებით ჩვენი პოზიცია ცნობილია, შეშფოთებული ვართ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლითა და ევროკავშირის გზისგან დაშორებით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიუმ მეღსიმ განაცხადა.
"ფორმულას" ჟურნალისტის კითხვაზე, სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში რატომ არ ჩადის ევროკომისარი მარტა კოსი საქართველოში, მეღსიმ აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის ტურნე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში განიხილება, საქართველოსთან დაკავშირებით კი ევროკომისიის პოზიცია ცნობილია.
„უპირველეს ყოვლისა ვისაუბრებ ევროკომისარ მარტა კოსის ვიზიტის შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს რეალურად უნდა განიხილებოდეს, ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში. ახლა ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი არის სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის და ევროკომისარი კოსი ამიტომაც ჩადის რეგიონში. კოსი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს იმის დასადასტურებლად, რომ ევროკავშირი მტკიცედ არის ერთგული სამშვიდობო პროცესის და სრული რეგიონული ნორმალიზაციის. მისი ძლიერი გზავნილი ჩვენი მხრიდან იქნება შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ ევროკავშირის თანამშრომლობა რეგიონში და უფრო კონკრეტულად, შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში, ჩვენი დაკავშირებადობის დღის წესრიგის კონტექსტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვჯერა, რომ ეს იქნება კონტრიბუცია რეგიონისა და მოსახლეობისთვის. რაც შეეხება სიტუაციას საქართველოში, ჩვენი პოზიცია ცნობილია და ეს რამდენჯერმე ვთქვით, რომ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლით, და ქვეყნის კიდევ უფრო დაშორებით ევროკავშირის გზისგან“, – გიუმ მეღსი.