ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარი, მარტა კოსი აზერბაიჯანში ჩავიდა. მარტა კოსი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ეკონომიკის მინისტრ მიკაილ ჯაბაროვთან.
ამასთან, როგორც აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, მარტა კოსი ქალაქ აღდამში გაემგზავრება, სადაც განაღმვითი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას მიიღებს.
ევროკომისარს მიეწოდება ინფორმაცია ყარაბაღში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების შესახებ.
ასევე მარტა კოსი აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო სტრატეგიულ ინტერესებს, მათ შორის ენერგეტიკულ და ტრანსპორტის საკითხებს.