პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი განზრახ დაესხა თავს ნატო-ს წევრ ქვეყანას.
მისი თქმით, კრემლის განცხადებები ჩაურევლობის შესახებ ტყუილი და ტიპური საბჭოთა პრაქტიკაა.
სიკორსკის თქმით, შაბათს ღამით რუსული წარმოების დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე 19-ჯერ დაარღვიეს.
„პოლონეთისა და ნატო-ს საჰაერო ძალების შეფასება ისაა, რომ მათ კურსიდან არ გადაუხვევიათ, არამედ განზრახ მიმართეს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„პოლონეთისა და ნატო-ს საჰაერო ძალების შეფასება ისაა, რომ მათ კურსიდან არ გადაუხვევიათ, არამედ განზრახ მიმართულები იყვნენ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
სიკორსკიმ განაცხადა, რომ მან უკვე გამართა სატელეფონო საუბრები აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასთან და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ელინა ვალტონენთან.
მინისტრმა უარყო მოსკოვის ვერსია, რომ რუსეთი არ მონაწილეობდა თავდასხმაში და რომ ეს იყო „უკრაინის პროვოკაცია“.
„ვიცი, რომ რუსეთი აცხადებს, რომ თითქოს არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს რუსული დრონები იყო და უკრაინის პროვოკაციაზე მიანიშნებს კიდეც. ეს მოსალოდნელი იყო. ტყუილი და უარყოფა საბჭოთა კავშირის სტანდარტული პასუხია. კრემლი კიდევ ერთხელ დასცინის პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას“, - აღნიშნა სიკორსკიმ.
სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ ეს „უკრაინული პროვოკაცია“ იყო, სინამდვილეში რუსულ პროპაგანდას ავრცელებს.
მან ასევე თქვა, რომ პოლონეთი, ევროკავშირი და ნატო არ შეშინდებიან.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მამაცი ხალხის მხარდაჭერას.
„დადგა დრო, რუსეთის ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ ევროპის უკანასკნელი იმპერიის აღდგენის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.