პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ პოლონეთს, შესაძლოა უფრო სერიოზული საფრთხე შეექმნას, ვიდრე 10 სექტემბრის ღამეს მოხდა.
ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სიკორსკის ჰკითხეს, შეუძლიათ თუ არა პოლონელებს, განსაკუთრებით კი პოლონეთის სასაზღვრო ქალაქების მაცხოვრებლებს, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გუშინდელ მოვლენებზე რეაქცია აჩვენებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა და სახელმწიფო რეაგირების სისტემა „კარგად მუშაობს“.
„რა თქმა უნდა, ეს არის მტერი, რომელიც სამნახევარი წელია დიდი ინტენსივობითა და სისასტიკით ესხმის თავს ჩვენს მეზობელს, ამიტომ არ ვაპირებ თავის მოჩვენებას, რომ უარესი არ მოხდება“,- თქვა მან.
მისივე თქმით, პოლონეთის სახელმწიფო მზად იყვნენ ამ კრიზისთვის და შეუძლიათ სიამაყათი ვთქვათ, რომ პოლონეთი გაუმკლავდა ამ ამოცანას.