დღეს, 4 თებერვალს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ქართული მხარე რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების მიერ დაკავებული ქართველების გათავისუფლების საკითხს დააყენებს. ეს განცხადება სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გარდა, ქართული მხარე ამ შეხვედრაზე ასევე დააყენებს ბოლო დროს მომხდარ ინციდენტების განხილვის საკითხს.
"შეხვედრაზე აუცილებლად დავაყენებთ სეპარატისტების მიერ ე. წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს. ამას გარდა, განხილული იქნება ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები", _ განაცხადა უტიაშვილმა.