უკრაინული მედიის ცნობით, გასულ 24 საათში, დონეცკისა და ხერსონის ოლქებში რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 23 დაჭრა.
დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსების დარტყმას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
24 საათის განმავლობაში ოლქში კიდევ 7 ადამიანი დაშავდა: სამი კონსტანტინოვკაში, ორ-ორი დრუჟკოვკაში და იასნაია პოლიანაში.
ამასობაში, ხერსონის ოლქში 16 ადამიანი დაშავდა.
ხელისუფლების ცნობით, რუსი სამხედროების სამიზნე კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურა იყო; ასევე დაზიანდა 11 კერძო სახლი.
ოკუპანტებმა ასევე დააზიანეს გაზსადენი, კერძო ავტოფარეხები და ავტომობილები.