რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმებმა, რომლებიც აგვისტოში განახლდა და სულ მცირე შვიდ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიას. ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times იუწყება.
თვის დასაწყისიდან, რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების გამო, სიზრანის, ნოვოკუიბიშევის, სარატოვის და ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები სრულად გაჩერდა.
„როსნეფტის“ რიაზანის ქარხანამ, რომელიც მოსკოვსა და რეგიონს საწვავით ამარაგებს, თავისი სიმძლავრის ნახევარი შეამცირა. დრონებით თავდასხმა განხორციელდა სლავიანსკის, აფიპკის და ნოვოშახტინის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზეც. ეს ქარხნები, შეასაძლოა დიდი ხნით ან თუნდაც „სამუდამოდ“ გაჩერდნენ.
გასულ წელს უკრაინული დრონებით თავდასხმებმა რუსეთში ნავთობის გადამუშავება 12 წლის მინიმუმამდე, 267 მილიონ ტონამდე შეამცირა.
თუმცა, მაშინ დარტყმები მრავალრიცხოვანი იყო, მაგრამ გაფანტული და, როგორც წესი, ერთდროულად ერთ ქარხანას აზიანებდა. ახლა, კამპანია მიმართულია მოხმარებისა და გადამუშავების ძირითად რეგიონებში არსებულ ყველა ქარხანაზე და შესაძლოა, საწვავის ბაზრისთვის უპრეცედენტო შედეგები გამოიწვიოს.