22 აგვისტოს, დონეცკის ოლქში, კრამატორსკზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშიკი ავრცელებს.
რუსებმა კერძო სექტორს დაარტყეს - დაახლოებით 10 აფეთქების ხმა გაისმა.
დაჭრილებიდან ორი საშუალო სიმძიმის ჭრილობებით ტრავმატოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს, ერთმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
მისი ცნობით დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.