უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ანექსირებულ ყირიმში რუსული დრონების ბაზა გაანადგურა.
„უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში, „ფორპოსტის“ (Mohajer-6) „ხერსონესის“ აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატების ბაზა გაანადგურეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
წინასწარი მონაცემებით, დარტყმის შედეგად განადგურდა სამამდე მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატი "Mohajer-6" და ორი უპილოტო საფრენი აპარატი „ფორპოსტი“, რომლებსაც მოწინააღმდეგე შავ ზღვაში ზედაპირული სიტუაციის გასანათებლად იყენებდა.
„ბრძოლა გრძელდება! ყირიმი უკრაინაა!“ - აღნიშნულია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებაში.