აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ჯერ მის გარეშე შეხვდნენ. ამის შესახებ The Guardian წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბოლო დღეებში მრჩევლებს განუცხადა, რომ ის ორ ლიდერთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას მხოლოდ მათი შეხვედრის შემდეგ გეგმავს, თუმცა გაურკვეველია, შედგება თუ არა ეს პირველი შეხვედრა და ტრამპი ამ ძალისხმევაში მონაწილეობას არ აპირებს.
ტრამპმა WABC -ის ეთერში თოქ-შოუს წამყვან მარკ ლევინთან სატელეფონო ინტერვიუში, ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა, პუტინი და ზელენსკი ჯერ მის გარეშე შეხვედროდნენ: „უბრალოდ მინდა ვნახო, რა მოხდება შეხვედრაზე. ისინი ახლა აწყობენ მას და ვნახოთ, რა მოხდება“.
ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა აღმიშნული შეაფასა სიტუაცია, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ „მოლოდინის“ პოზიცია ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის დაგეგმვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
თუმცა, ბოლო დღეებში პროგრესის რეალური ნიშნები ნაკლებად შეინიშნება და თეთრ სახლს არ აქვს იმ ადგილების სია, სადაც შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს.