ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდა რუსეთის ჯარი და მოგეხსენებათ დამპყრობლის ჯარს ყვავილებს არავინ ესვრის, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენსმა მიხეილ სააკაშვილმა "სი-ენ-ენის" ერთ-ერთ გადაცემაში. სადაც მას 2008 წლის აგვისტოს ომზე კითხვა _ "რატომ მიიტანეთ იერიში გასული წლის აგვისტოში"
წამყვანის კითხვაზე _ ერთ ერთ ჩვენს მაყურებელს აინტერესებს თუ რატომ მიიტანეთ იერიში გასული წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთზე, საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს.
"გასული წლის აგვისტოში ჩვენ როგორც პატარა ერი სერიზული არჩევანის წინაშე დავდექით. ჩვენ უნდა გაგვეცა პასუხი აგრესიისთვის და დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა ან უბრალოდ დავნებებოდით, გამოგვეცხადებინა კაპიტულაცია და არსებობა შეგვეწყვიტა, როგორც სუვერენულ ქვეყანას. ჩვენ გადავწყვიტეთ საკუთარი თავი დაგვეცვა და ადეკვატური პასუხი გაგვეცა ყველაფერ იმაზე, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა. ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდა რუსეთის ჯარი, მოგეხსენებათ დამპყრობლის ჯარს ყვავილებს არავინ ესვრის. ჩვენ წარმოუდგენლად რთული არჩევანი გავაკეთეთ თუმცა ამის დამსახურებაა ის, რომ დღეს ამ შენობიდან გელაპარაკებით, საქართველო კი დამოუკიდებელი ქვეყანაა და არსებობას განაგრძობს",_ განაცხადა პრეზიდენტმა.