უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა 21 აგვისტოს ღამეს ზაკარპატიეში მდებარე ამერიკული საწარმოს წინააღმდეგ ფრთოსანი რაკეტები ისროლეს.
„ამ ღამით რუსეთის არმიამ თავისი ერთ-ერთი გიჟური ანტირეკორდი დაამყარა. მათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საწარმოებს, საცხოვრებელ შენობებს, ჩვენს ხალხს დაარტყეს.
ზაკარპატიეში ამერიკული საწარმოს წინააღმდეგ რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.
ეს იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო საწარმო, ამერიკული ინვესტიცია. ისინი აწარმოებდნენ ისეთ საყოფაცხოვრებო ნივთებს, როგორიცაა ყავის აპარატები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსებმა დარტყმები ისე განახორციელეს, თითქოს „მსოფლიო არ მიმართავს ძალისხმევას ომის შეჩერებისთვის“.
ცნობისათვის, ზაკარპატიეს ოლქის ქალაქ მუკაჩევოზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.