ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაზე კონტროლის დასამყარებლად სახმელეთო ოპერაცია დაიწყო და ქალაქის გარეუბნები დაიკავა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა.
ამის შესახებ Jerusalem Post იუწყება.
მან დაადასტურა, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სამსახურში დამატებით 60 000 რეზერვისტს გამოიძახებს, ხოლო სამსახურში გაწვევის დოკუმენტაცია ამ კვირაში გაიგზავნება.
დეფრინმა დასძინა, რომ კიდევ 20 000 უწყება გაიგზავნება აგვისტოს ბოლოს.
გენერალმა დასძინა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ღაზის მოსახლეობამ შეძლოს უსაფრთხო ადგილებში ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების მიღება.
8 აგვისტოს, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა მისი გეგმა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის სექტორზე კონტროლის დამყარების შესახებ.
ისრაელის ოპერაციის მიზნებია ჰამასის განიარაღება, ყველა მძევლის დაბრუნება, სექტორის დემილიტარიზაცია, ისრაელის კონტროლი სექტორუს უსაფრთხოებაზე და სამოქალაქო მთავრობის ფორმირება ჰამასის ან პალესტინის ეროვნული ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე.