შვედეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში. კერძოდ, ქვეყანას შეუძლია დახმარება საჰაერო სათვალთვალო და საზღვაო რესურსების უზრუნველყოფით. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
„ჩვენ გვსურს ჩართულობა, მაგრამ ეს უსაფრთხოდ და დაცულად უნდა მოხდეს და უნდა ვიცოდეთ, რაში ვართ ჩართულები“, - თქვა კრისტერსონმა.
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა, გეგმავს თუ არა შვედეთი უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნას.
მან აღნიშნა უკრაინისთვის საკუთარი ქვეყნის დაცვის შესაძლებლობის მნიშვნელობა ისე, რომ რუსეთის მომავალი თავდასხმები შეაკავოს.
„მე არ ვფიქრობ, რომ საქმე სხვა ქვეყნებიდან უკრაინაში ძალიან დიდი რაოდენობით ჯარის გადაყვანას ეხება, არამედ იმას, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობის იმდენად დამაჯერებლად აღება, რომ რუსეთი ამის გაკეთებას აღარ შეეცადოს“, - აღნიშნა კრისტერსონმა.