პოლონეთი მზადაა, მოკავშირე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა უზრუნველყოს, თუ ისინი უკრაინაში კონტინგენტების გაგზავნას გადაწყვეტენ, თუმცა პოლონელი ჯარისკაცები მისიაში პირდაპირ მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ ოთხშაბათს პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
„ჩვენ პოლონელ ჯარისკაცებს უკრაინაში არ გავგზავნით. ეს არის მთავრობის პოზიცია არა მხოლოდ ახლა, არამედ მრავალი თვის განმავლობაში“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.
მან დასძინა, რომ ეს ფაქტი „არ ნიშნავს, რომ პოლონეთი არ მონაწილეობს მსურველთა კოალიციაში“.
„ჩვენ სხვა ამოცანები გვაქვს და ვსაუბრობთ ჩვენს მოკავშირეებთან ურთიერთობებზე, რომლებიც სრულად ესმით პოლონეთის პოზიციუს“, - ხაზი გაუსვა თავდაცვის მინისტრმა.
მან განმარტა, რომ კერძოდ, გულისხმობს „ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის დაცვას, სადაც 5-6 ათასი სამხედრო მოსამსახურე მუდმივად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ასევე პოტენციური სამშვიდობო მისიის ინფრასტრუქტურასა და ლოჯისტიკას“.
„ამ პროცესში, ათობით, ასობით, ათასობით პოლონელი ჯარისკაცი განლაგდება პოლონეთის ტერიტორიაზე, რათა უზრუნველყონ მოკავშირე ჯარების უსაფრთხოება, რომლებიც შესაძლოა უკრაინაში განლაგდნენ“, - დასძინა კოსინიაკ-კამიშმა.