ოდესაში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბეატე მაინლ-რაიზინგერი ჩავიდა.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა X-ზე წერს.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ ეს მინისტრის მესამე ვიზიტია უკრაინაში მარტში თანამდებობის დაკავების შემდეგ.
„მე დიდად ვაფასებ ბეატეს პირად თავდადებას, რომელიც ავსებს უკრაინა-ავსტრიის ურთიერთობების ინტენსიურ დინამიკას. ჩვენ ვეყრდნობით პრეზიდენტ ზელენსკის ივნისის შუა რიცხვებში ვენაში ვიზიტის შედეგებს“, - აღნიშნა სიბიჰამ.