სამტრედიაში კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც კაცი დაჭრა, პოლიციამ დააკავა.
გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.