ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის შემდეგი სამიტი 2026 წლის 7-8 ივლისს ანკარაში, ბეშტეპეს საპრეზიდენტო კომპლექსში გაიმართება.
„შემდეგ სამიტზე ლიდერები გააგრძელებენ მუშაობას, რათა ნატო უფრო ძლიერ, სამართლიან და ეფექტურ ალიანსად აქციონ, რომელიც მზად იქნება უპასუხოს ჩვენი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ გამოწვევებს,“ - განაცხადა რუტემ.
ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც თურქეთი ნატო-ს სამიტს უმასპინძლებს. მანამდე ალიანსის ლიდერები 2004 წელს სტამბოლში შეიკრიბნენ.
საინტერესოა, რომ 2027 წელს ნატო-ს სამიტს ალიანსის მეორე მუსლიმური ქვეყანა - ალბანეთი უმასპინძლებს.