ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასმა თანამდებობა დატოვა.
პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას თქმით, პრემიერმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს დილით სატელეფონო ზარით აცნობა.
„დღეს დილით დამირეკა და გადადგომის შესახებ მაცნობა. ფაქტი ეს არის. არაფერი იცვლება. ლიეტუვის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბოლო არჩევნები მოიგო და სეიმში უმრავლესობას ფლობა. პარტია შესაძლო პოტენციური კოალიციების ფორმირებაზე კონსულტაციებს დაიწყებს“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
პალუცაკასმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ლიეტუვის მედიამ გამოავლინა მისი საეჭვო საქმიანი კავშირები, რის საფუძველზეც, გენერალურმა პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.
ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს კომპანია „დანკორაში“, რომელიც პრემიერის ცოლის ძმას ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია ევროპულ დაფინანსებას იღებდა და იძენდა აკუმულატორის სისტემებს თავად პრემიერის კომპანია „გარნისისგან“.