რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად ვლადიმირ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს შეამცირებს.
მედვედევის თქმით, ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს: 50 დღე თუ 10.
„მას ორი რამ უნდა ახსოვდეს: 1. რუსეთი არ არის ისრაელი და არც ირანი. 2. ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარაა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯი. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. ნუ წახვალთ "მძინარა ჯოს" გზით!“, - წერს მედვედევი.