აშშ-ის ნევადის შტატის ქალაქ რენოში, ერთ-ერთ კაზინოში სროლა იყო, მსროლელი დაკავებულია, - ამის შესახებ ორშაბათს პოლიცია იტყობინება. მათივე ცნობით, თავდამსხმელი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„კრიტიკული ინციდენტი Grand Sierra Resort and Casino-ში. გთხოვთ, ამ ტერიტორიას არ მიუახლოვდეთ... ეჭვმიტანილი დაკავებულია და საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - წერს პოლიცია სოციალურ ქსელ X-ში.
პოლიციამ არ დააკონკრეტა დაშავებულთა რაოდენობა ან მათი დაზიანებების ხარისხი, თუმცა ადგილობრივი მედია, ხელისუფლებაზე დაყრდნობით, იუწყება ორი დაღუპულის და ოთხი დაშავებულის შესახებ, მათ შორის თავად მსროლელის.