აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა დიპლომატიამ ხელი შეუწყო მსოფლიოში არაერთი მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილებას.
ამის შესახებ მან შოტლანდიაში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე რომ არა, ახლა მსოფლიოში ექვსი დიდი ომი იქნებოდა“, - თქვა ტრამპმა.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მისი ჩარევის წყალობით ინდოეთსა და პაკისტანს, ასევე კამბოჯასა და ტაილანდს შორის სამხედრო შეტაკებები თავიდან იქნა აცილებული.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის აღარ არის დიდად დაინტერესებული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრით უკრაინაში ომის დასრულების საკითხის განსახილველად.
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში სიტუაციის ასე განვითარებას არ ელოდა და იმედოვნებდა, რომ შეთანხმებას მიაღწევდა.