ანაკლიაში, იახტკლუბის წყალსაცავში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აცის ცხედარი წყლიდან უკვე ამოიყვანეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილი 27 წლის კაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მკვიდრია და ანაკლიაში ოჯახის წევრთან ერთად იმყოფებოდა.