საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუშვილი შვედეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, ვიდრე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ, 2024 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, იქამდე რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია.
„სანამ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ, 2024 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ „ჩვენ ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას“.