თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირი - მამა და ორი შვილი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მათ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
სხდომაზე სიტყვით ისარგებლეს ქველაძებმა, თქვეს, რომ საერთო საცხოვრებელში ნივთების გამოსატანად იყვნენ შესულები, ისაუბრეს იმის შესახებ, რომ სოციალურად დაუცველები არიან და სთხოვეს სასამართლოს არ გაეშვათ ადმინისტრაციულ პატიმრობაში და არ დაეკისრებია მათთვის სახდელი.
ბრალდებულების სიტყვის მოსმენის შემდეგ, ადმინისტრაციულ პატიმრობა ქველაძეების მიმართ პროცესსზე არც შსს-ს იურისტებს მოუთხოვია.
24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.