სერბეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ნემანია სტაროვიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი მზად არის მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს, თუ მას ევროკავშირში მიიღებენ.
სტაროვიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი არ უჭერს მხარს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ის „საერთოდ არ მოქმედებს რუსეთზე, მაგრამ დიდწილად [მომქედებს] სერბეთის ეკონომიკაზე“, მათ შორის იმიტომ, რომ სერბეთი არ არის ევროკავშირის წევრი და არ აქვს წვდომა უსაფრთხოების სისტემაზე, რომელსაც კავშირში წევრობა უზრუნველყოფს.
სტაროვიჩმა ანალოგია გაავლო პანდემიასთან, რის შემდეგაც ხორვატიამ ევროკავშირის აღდგენის ფონდიდან 22 მილიარდი ევრო მიიღო, სერბეთმა კი „თითქმის არაფერი“, კერძოდ კი - 165 მილიონი ევრო.
თუმცა, მისი თქმით, სერბეთი მზადაა სრულად დაუჭიროს მხარი ევროკავშირის სანქციებს, „თუ ევროკავშირში გაწევრიანება ჰორიზონტზე გამოჩნდება“, ანუ გაწევრიანების თარიღამდე რამდენიმე თვით ადრე.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელგრადმა „პირველივე დღიდან ნათლად და ცალსახად დაგმო“ რუსეთის შეჭრა უკრაინაში. სტაროვიჩმა დასძინა, რომ სერბეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
მან ასევე კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ უკრაინამ გაფართოების პროცესს ბიძგი მისცა.
„ახლა ჩვენ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ამ იმპულსის ნაწილი უნდა გავხდეთ“, - აღნიშნა მან.