პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. მან თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის ხმლით ფარიკაობის ფინალში ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი დაამარცხა.