აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმა, რომელიც სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ეხება. იუწყება Reuters.
„რასაც ამბობს, არ აქვს მნიშვნელობა. ის კარგი ბიჭია, მე ის მომწონს, მაგრამ ეს განცხადება არაფერს ნიშნავს“, - თქვა მან - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“ სექტემბერში გაეროში სიტყვით გამოსვლისას.