აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მიმართულ სამუშაო პროცესში პროგრესია. აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსულ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, აფხაზური მხარე ამჟამად მუშაობს ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან.
"მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს - ძირითადად აღმოსავლეთისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან. მოლაპარაკეთა პროცესში კი პროგრესი შეიმჩნევა", _ განაცხადა ბაღაფშმა.