კაზაკთა ბაზარი, შესაძლოა, აფხაზეთში გადაიტანონ. ამ თემაზე მიდიოდა საუბარი სოჭში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშსა და კრასნოდარის მხარის გუბერნატორს ალექსანდრე ტკაჩოვს შორის გამართული შეხვედრის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"საუბარი შეეხო ადლერის ტერიტორიიდან აფხაზეთში ბაზრის გადატანას, რაც საშუალებას მისცემს აფხაზეთის მაცხოვრებლებს მაქსიმალურად გაამარტივონ ციტრუსების რეალიზება", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა კუბანის მაცხოვრებლებს აფხაზეთის დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.
"დღეს უკვე მეტნაკლებად ვაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკას და რა თქმა უნდა ეს უპირველეს ყოვლისა თქვენი და მთელი კუბანის მოსახლეობის დამსახურებაა", _ განაცხადა ბაღაფშმა შეხვედრაზე.
მასალის გამოყენების პირობები