გერმანელი სამხედრო მოსამსახურეები უშუალოდ ჩაერთვებიან რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში. თუ უკრაინა გამოიყენებს შორ მანძილზე მოქმედ Taurus-ის რაკეტებს, რუსეთი გადამწყვეტ რეაგირებას მოახდენს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ასეთ შორი მოქმედების სისტემებს გამოიყენებს, გერმანელი სამხედრო მოსამსახურეები პირდაპირ ჩაერთვებიან რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
„2024 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნათლად გამოხატა რუსეთის პოზიცია დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აენთოთ მწვანე შუქი მათი შორი რადიუსის სისტემების გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის.
ეს პოზიცია უცვლელი დარჩება, რუსეთი თავს უფლებად მიიჩნევს გამოიყენოს თავისი იარაღი და დაარტყას იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტებს, რომლებიც ნებას რთავენ მათი იარაღის გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ჩვენ გადამწყვეტად და სარკისებურად ვუპასუხებთ“, - განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ რაც არ უნდა ეცადოს დასავლეთი ასეთი გეგმების შენიღბვას, ისინი ვერ შეძლებენ „კვალის დამალვას“, რადგან რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებული პირველი რაკეტები სწრაფად შესაძლებელს გახდის იმის დადგენას, თუ სად და როგორ იწარმოებოდა ასეთი სისტემები და რაც მთავარია, გამოაველნს მწარმოებელ ქვეყანა.