ჩვენ გვაქვს რეაგირების ინსტრუმენტები წნეხის გასაზრდელად და ძალიან ახლოდან ვაკვირდებით პროცესებს საქართველოში, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა ბენჟამინ ჰადადმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.
ჰადადის, აზრით “ქართული ოცნების“ ქმედებები რუსეთის ჩარევის გამოხატულებაა.
"როცა შენ ხედავ პოლიტიკური ოპონენტების და უბრალოდ დემონსტრანტების შევიწროებას, თავდასხმას და დაპატიმრებას, მხოლოდ იმიტომ, რომ აზრს გამოხატავენ, ცდილობენ ჰქონდეთ პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლება , მაშინ შენ არადემოკრატიულლ გზაზე დგახარ. ეს გვადარდებს ყველაზე მეტად. ამას ვხედავთ “ქართული ოცნებისგან“. ეს არის რუსეთის ჩარევის გამოხატულება. ვიცით, რომ რუსეთი ხალხის პროდემორკატიული და პროევროპული მისწრაფებების გადახვევას ცდილობს. ეს მხარეების არჩევას არ ნიშნავს, კითხვა შემდეგნაირად მდგომარეობს, რა უნდა ქართველ ხალხს", - თქვა ჰადადმა.
მისი თქმით, რუსეთის დღის წესრიგი ევროპის და დასავლური დემოკრატიის დესტაბილიზაციაა.
"აშკარაა, რომ რუსეთის დღის წესრიგია ევროპის და დასავლური დემოკრატიის დესტაბილიზაცია. რუსულ ჩარევებს ჩვენ ყველგან ვხედავთ , კიბერ თავდასხმებს საფრანგეთში, დეზინფორმაციას. რამდნიმე თვის წინ მოლდოვასა და რუმინეთში ვიყავი, ვხედავდით, როგორ გამოიყენება სოციალური მედია რუსეთის ინტერესების გატარების ინსტრუმენტად, კონსპირაციული თეორიებისთვის, ანტი-დემოკრატიული ნარატივებისთვის. მიამიტები არ უნდა ვიყოთ, რა არის პუტინის რეჟიმის დღის წესრიგი. კიდევ ერთხელ, სხვა გზის ასარჩევად გვიანი არ არის, არ არის გვიანი განაახლო დიალოგი ევროპასთან, ოპოზიციასთან და აირჩიოთ გზა, რომელიც კანონის უზნესაესობასთან და დემოკრატიასთან იქნება შესაბამისობაში. ჩვენ გვინდა დემოკრატიული და ევროპული საქართველო ვნახოთ. გვიანი არ არის, თუმცა ჩვენ გვაქვს რეაგირების ინსტრუმენტები წნეხის გასაზრდელად და ძალიან ახლოდან ვაკვირდებით პროცესებს საქართველოში,- განაცხადა ჰადადმა.