„ერთადერთი მთავარი „კოზირი“ რაც კი აქვთ დარჩენილი არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება, გამოიყენონ და ეს რა გზით უნდა მოხდეს? - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით“,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ წერილს გადაცემაში „იმედი LIVE”
"შანტაჟს მანამდე აქვს შანსი ვიდრე შანტაჟი ჰქვია ამას, თუ გადაწყვიტე და იმანაც გადაიარა მერე ბერკეტი აღარ გრჩება, ამიტომ გაცილებით დიდი შანსია ეს არ განახორციელონ, მაგრამ შეიძლება ამისი მცდელობებიც იყოს. ის ინფორმაციაც გვაქვს ქვეყნის შიგნით, რომ ამაზე აგებენ დღის წესრიგს სექტემბრის პირველ და შუა რიცხვებამდე იქნება რაღაც გადაწყვეტილება იყოს. „ქართველები“ ჩვენი ოპონენტები ამაზე ზრუნავენ და ოცნებობენ. შესაბამისად, ერთადერთი ბოლო გზა არის საქართველოს მოსახლეობის დაშანტაჟება, რომ მათ თავისივე ხელით, თავისი ხელისუფლება გაისტუმრონ და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ომში ჩაერთვება, ეს არის მათი ბოლო გზა. ამასაც გადავიტანთ და ბოლოს ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენს გარეშე, ანუ ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების გარეშე აქ არანაირი მანიპულირებას აზრი არ აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.