უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა ღამით ვინიცაზე მასშტაბური შეტევა წამოიწყეს, რის შედეგადაც ქალაქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, არიან დაშავებულები.
ვინიცის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნატალია ზაბოლოტნაიას ცნობით, რუსული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია, ხუთ ადამიანს კი დამწვრობა აქვს მიღებული.
„სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტებს ზიანი მიადგა, ხანძარი გაჩნდა. ასევე დაზიანდა ოთხი სახლი“, - დასძინა მან.
გარდა ამისა, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ხარკივზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
კრივი რიჰში 17 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა.
რუსებმა „შაჰედებით“ იზმაილის რეგიონსაც შეუტიეს.
რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, გაჩნდა ხანძარი. დაშავებულები არ არიან.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალების განცხადებით, 400 რუსული დრონის თავდასხმა მოიგერიეს.მათივე ცნობით, შეტევის ძირითადი მიმართულებები იყო კრივი რიჰი, ხარკივი და ვინიცა.