საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ რუსეთი აძლიერებს ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ ომში, რათა ქვეყანას კაპიტულაცია აიძულოს.
ამის შესახებ კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. იუწყება Politico
კალასის თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღი სულ მცირე 9000-ჯერ გამოიყენა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ძალების მიერ ქიმიური იარაღის მასობრივი გამოყენების შესახებ მონაცემები გერმანიისა და ნიდერლანდების დაზვერვის ანგარიშებს ეფუძნება.
კალასმა აღნიშნა, რომ გერმანიისა და ნიდერლანდების დაზვერვის მონაცემებით, ასეთი იარაღის გამოყენება მხოლოდ იზრდება, რაც დასავლელ ლიდერებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
„ეს აჩვენებს, რომ რუსეთი ცდილობს რაც შეიძლება მეტი ტკივილი და ტანჯვა მიაყენოს უკრაინას, რათა აიძულოს დანებედეს. და ეს ნამდვილად... აუტანელია“, - თქვა კალასმა.