"სამარტოო საკანში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია ფედერალისტების განცხადებაში, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით გაავრცელა.
"სამარტოო საკანში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში.
საქართველოში მიტაცებულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ინდიდივიდის უფლებებსა და თავისუფლებებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსგან უნდა იცავდეს.
ყველა უსამართლობაზე, რომელიც საზოგადოებას რადიკალურ განუკითხაობასა და ქაოსთან აახლოებს, პასუხისმგებლობა პერსონალურად ივანიშვილს და მის პოლიტიკურ არარაობებს ეკისრებათ, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ქვეყანა რუსული ავტორიტარიზმის ჭაობში ჩაძირონ და მოქალაქეებს ნორმალური ცხოვრების შანსი მოუსპონ.
მხოლოდ მტკიცე სახალხო წინააღმდეგობის და რეჟიმთან ართანამშრომლობის გზით შევძლებთ საქართველოს მოქალაქეები, რომ ქვეყანა გარდაუვალი კოლაფსისგან ვიხსნათ და მშვიდობიანი თანაცხოვრებით, ერთმანეთის მოსმენით და თანასწორი, სამართლიანი გარემოს შექმნით კვლავ შევუდგეთ საერთო კეთილდღეობის შენებას", - წერია განცხადებაში,
შეგახსენებთ, რომ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს. მოგვიანებით განცხადება ბაჩიაშვილის სახელითაც გავრცელდა, სადაც ის ადასტურებს ცემის ფაქტს. ამასთან, კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა, რომ ბაჩიაშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.