სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეს დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერთან.