უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი კიევში ორშაბათს, 14 ივლისს ჩავიდა.
კელოგის ვიზიტის დროს უკრაინული მხარის მიერ წამოჭრილ თემებს შორის ერმაკმა აღნიშნა თავდაცვის, უსაფრთხოების გაძლიერების, შეიარაღების, სანქციების, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.
„რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა არ სურს. მშვიდობა ძალის მეშვეობით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრინციპია და ჩვენ ამ მიდგომას ვუჭერთ მხარს“, - წერს ის.