იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ახალი ოფისის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და სასწავლო ცენტრის დირექტორი ნინო ბერუაშვილი მონაწილეობდნენ. პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ცენტრის გახსნა ჩვენი უწყებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვალდებულნი ვართ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კვალიფიციური და ეფექტური მომსახურება შევთავაზოთ, ეს კი, სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული ზრდის გარეშე შეუძლებელია. იმედი მაქვს, ცენტრის თანამშრომლები ახალ ოფისში განახლებული ძალებით გააგრძელებენ საქმიანობას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ დღესვე ევროკავშირის პროექტის "კანონის უზენაესობა საქართველოში" ხელმძღვანელმა რენატა ვინთერმა სასწავლო ცენტრს პროექტის ფარგლებში შეძენილი წიგნები გადასცა.
ღონისძიების ბოლოს ცენტრის დირექტორმა ნინო ბერუაშვილმა სტუმრებს სასწავლო აუდიტორიები, სამუშაო და შეხვედრების ოთახები დაათვალიერებინა.
სასწავლო ცენტრის სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი მთავარი პროკურატურის შენობაში განთავსდა. აიუსტიციის სახლის თანამშრომლები ინტენსიურ ტრენინგებს სწორედ ამ ოფისში გაივლიან.