სასჯელააღსრულების დაწესებულებებს ვადაზე ადრე 32 პატიმარი დატოვებს.
გადაწყვეტილება პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოებმა (აღმოსავლეთ და და საქართველოს საბჭოებმა) დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
როგორც სასჯელააღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აცხადებენ, აღმოსავლეთის საბჭომ 23 საქმე, ხოლო დასავლეთისამ 9 საქმე განიხილა.
"32-ვე პატიმრის საქმე დადებითად იქნა გადაწყვეტილი", - აცხადებენ სამინისტროში.
პატიმრები ციხეებს რამდენიმე დღეში დატოვებენ.