12 ივლისის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მასირებული თავდასხმა განახორციელეს დრონებისა და რაკეტების გამოყენებით. აფეთქებები ისმოდა მრავალ რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში. აფეთქებები მოხდა ლვოვსა და ხარკოვშიც.
ლვოვის მერისსანდრიი სადოვოის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები და საბავშვო ბაღი, ჩამსხვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია ათობით მანქანა. ქალაქის ჟელეზნოდოროჟნის რაიონში არასაცხოვრებელი შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა 4 ადამიანი.
ხარკივის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე 10 იერიში განახორციელეს, გამოიყენეს ორი მართვადი საჰაერო ბომბი და რვა დრონი. დაშავდა 2 ადამიანი.
ლუცკში, დრონის თავდასხმის დროს ერთსართულიან საცხოვრებელ შენობას ცეცხლი გაუჩნდა.