“რადიო მარნეულის“ ინფორმაციით, მარნეულში, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, 50-ზე მეტი მიყენებული ჭრილობით იპოვეს
მარნეულის სოფელ ზემო ყულარში, იპოვეს არასრულწლოვანი რომელსაც, 50 ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული. შემთხვევა 10 ივლისს მოხდა, თუმცა, როგორც რადიო "მარნეულს" დაზარალებულთან დაახლოებული პირები უყვებიან, ბავშვის პოვნა რამდენიმე საათის წინ მოხერხდა
მოზარდი მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და რეანიმაციაში იმყოფება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ფაქტზე დაკავებულია 1 პირი.