ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, გინტაუტას პალუცკასი და სეიმის სპიკერი, საულიუს სკვერნელისი თავშესაფარში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონი შეფრინდა.
თავდაპირველად დრონი ირანული წარმოების „შაჰედად“ მიიჩნიეს, მიღებული, რის შემდეგაც პალუცკასისა და სკვერნელისის უსაფრთხო ადგილას გადაიყავნეს.
შემდგომში, ქვეყნის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ხუთშაბათს, დილის 11:30 საათზე, მფრინავი ობიექტი, სავარაუდოდ, თვითნაკეთი საფრენი აპარატი იყო და საფრთხეს არ წარმოადგენდა. ის ლიეტუვის ტერიტორიაზე, ბელარუსის საზღვრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.