პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 19 წლის საბა ჯიქია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ჯიქიას 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი პირების უკმაყოფილება მოყვა.
განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა. მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის მხნედ იყო.
ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებოდნენ, რომ გდდ-ს თანამშრომელს წიხლი ჩაარტყა.