აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა, განაცხადა, რომ უკრაინის აღსადგენად ახალი „მარშალის გეგმაა“ საჭირო და ამაში უკრანიელებს საერთაშორიოს პარტნიორები უნდა დაეხმარონ.
კელოგმა ხაზი გაუსვა უკრაინის რეკონსტრუქციის მნიშვნელობას. მან გაიხსენა, თუ როგორ წარადგინა აშშ-მა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპისთვის „მარშალის გეგმა“.
„და მე ვფიქრობ, რომ იგივე უნდა გავაკეთოთ უკრაინისთვისაც,“ - თქვა კელოგმა.
მისი შეფასებით, სიტუაცია ახლა ძალიან რთულია, ამიტომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. კელოგმა მაღალი შეფასება მისცა უკრაინის პრეზიდენტისა და მისი გუნდის ქმედებებს „იმისთვის, თუ რამდენად გონივრულად მოიქცნენ ისინი“.
დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ცეცხლის შეწყვეტას მართლაც შეუძლია ამ ომის დასრულება.
„როგორც ყოფილ ჯარისკაცს, ჩემთვის ძნელია იმის გაცნობიერება, თუ რა დონის ძალადობაა ამჟამად უკრაინაში... როდესაც მილიონზე მეტ ჯარისკაცს კარგავ, ეს მასშტაბური მკვლელობაა,“ - აღნიშნა კელოგ,ა
კელოგმა დასძინა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობაც იღუპება და ქალაქები ნადგურდება.
შედარებისთვის, მან გაიხსენა, რომ აშშ-მა არმია ვიეტნამიდან 68 000 ჯარისკაცის დაკარგვის შემდეგ გაიყვანა.
„ახლა კი უკრაინელები დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ეს ცალმხრივი შეთანხმება იყო“, - განაცხადა კელოგმა.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხს დაუთმო.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი ამ საკითხით შეშფოთებულია, ამიტომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას მან დაჟინებით მოითხოვა, რომ ეს რუსეთთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი უნდა ყოფილიყო - რაზეც უკრაინის ლიდერი დაეთანხმა.
კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების მოქმედებები „ხვალ ლეგენდად იქცევა“.